"ჯორჯიან მანგანეზმა" დარკვეთის მაღაროში მუშაობა შეაჩერა
"ჯორჯიან მანგანეზმა" დარკვეთის მაღაროში მუშაობა შეაჩერა

A+ A-

18:23 18/10/2019

 "ჯორჯიან მანგანეზმა", იმ საბადოზე, სადაც გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, მუშაობა შეაჩერა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოები დარკვეთის მაღაროში იმ დრომდე არ აღდგება, სანამ არ დაიდება დასკვნა, რა მოხდა რეალურად და რამ გამოიწვია მუშის გარდაცვალება.

"რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ დეტალურად იქნება ეს ყველაფერი შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და შესაბამისად გახდება ცნობილი ის მიზეზები, რის გამოც მოხდა უბედური შემთხვევა,"- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჭიათურაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მსჯელობდა, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, შრომის ინსპექციისა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.