აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარება მძიმეა
აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარება მძიმეა

A+ A-

10:50 19/10/2019

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი მდგომარება მძიმეა. ექიმის განცხადებით, მამაკაცს სხეულის 60% დამწვრობა აქვს.

"მდგომარეობა არის უმძიმესი, იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში, მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მამაკაცს აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა, პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი", - განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება დღეს დილით მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.