აფეთქების შედეგად 2 დაშავებული კლინიკიდან გაწერეს
აფეთქების შედეგად 2 დაშავებული კლინიკიდან გაწერეს

A+ A-

15:46 19/10/2019

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ორი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს. აღნიშნულ კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ, ამ დროისთვის, ერთი პაციენტი რჩება.

"აფეთქების შემდეგ ჩვენთან შემოვიდა სამი პაციენტი, ამჟამად რჩება ერთი პაციენტი, ორი პაციენტი გაეწერა ამბულატორიული დახმარებით, რომელსაც ჰქონდა წინა მხრის და მტევნის ჭრილობები, ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ამჟამად, რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც აქვს თავის ტვინის შერყევა, აქვს ფალანგის მოტეხილობა, წინა მხრის ჭრილობა და გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას,"- განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, გურაიშვილის გამზირზე აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მეოთხე დაშავებულს, ის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.