სად ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცები
სად ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცები

A+ A-

16:35 19/10/2019

სილამაზის ფორმულა ამოუცნობია. ამბობენ მჯობზე მჯობნი არ დაილევაო. თუმცა, ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ 8 ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი მამაკაცები ცხოვრობენ.

იტალია

რეიტინგში პირველი ადგილი იტალიას უკავია. იტალიელების მიმზიდველობა და სილამაზე ყოველთვის იზიდავდა ქალებს. იტალიელი მამაკაცები ხშირად პრიალა ჟურნალებიდან გადმოსულებს გვანან.

ბრაზილია

რეიტინგის მეორე პოზიციას ბრაზილი იკავებს. ამ ქვეყნის მამაკაცები სექსუალურები, ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან. მათ უმეტესობას ღრმა და ნუშის ფორმის თვალები აქვთ. ასე, რომ ბრაზილიის, კოპა კაპანას სანაპიროზე, შეგიძლიათ იხილოთ ბრაზილიელი მიმზიდველი მამაკაცები.

ანგოლა

ამ ქვეყანაში ათასობით სიმპათიურ მამაკაცს ნახავთ. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ ქმარი, ანგოლაში შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მომხიბვლელი გარეგნობა სხვადასსხვა ხალხის – აფრიკელებისა და პორტუგალიელების, გავლენის შედეგია.

საფრანგეთი

საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი, მოდურად ჩაცმული და მოვლილი მამაკაცის ნახვაა შესაძლებელი. ფრანგი მამაკაცი ხშირად იდუმალი და მომთხოვნია.

გერმანია

კეთილშობილური გარეგნობა და სახასიათო თვისებები ყოველთვის გამოარჩევდა გერმანელ კაცებს სხვა ეროვნების მამაკაცებისგან. გერმანელი კაცები გამორჩეულად ზრუნავენ გარეგნობაზე.

ავსტრალია 

ავსტრალიელ მამაკაცებს მიმზიდველი გარეგნობა, ფოტოგენური სახეები და ლამაზი აღნაგობა აქვთ.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელი მამაკაცები გამორჩეულად ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან. ისინი ყოველთვის ელეგანტურად და მოდურად იცვამენ. ლამაზი ღიმილი და მამაკაცური მანერები ქალების უმრავლესობას გულგრილს ვერ ტოვებს.

ესპანეთი

ესპანეთი არა მხოლოდ თავისი საფეხბურთო გუნდებით, არამედ სიმპატიური მამაკაცებითაც არის ცნობილი.  მომხიბვლელი ღიმილი და ლამაზი ფიგურა მათ სხვა მამაკაცებისგან გამოარჩევს. ესპანელ მამაკაცებს ქალის ყურადღება არასდროს აკლიათ.