რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს - ჰილარი კლინტონი
რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატ კანდიდატს ამზადებს - ჰილარი კლინტონი

A+ A-

17:22 19/10/2019

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კლინტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, კრემლს წინასაარჩევნო კამპანიაში მესამე სერიოზული კანდიდატის გამოჩენა სურს, რაც ლიბერალთა ხმებს გაყოფს და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპს პოსტის შენარჩუნებაში დაეხმარება.

კლინტონი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა ასეთი კანდიდატი დემოკრატიულ პარტიაში იპოვა.

„ის რუსეთის ფავორიტია. მის მხარდასაჭერად უკვე ამოქმედდა რამდენიმე ვებგვერდი და ბოტი. მას სხვა მეთოდებითაც ეხმარებიან“, - თქვა კლინტონმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წელს გაიმართება. დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატს 2020 წლის თებერვლიდან ივნისამდე აირჩევს.

რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება. თუმცა პარტიაში მას უკვე 3 კონკურენტი ჰყავს.