წინანდალი ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
წინანდალი ჯაზისა და ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

A+ A-

17:49 19/10/2019

კახეთში ჯაზის და ღვინის ფესტივალი „Jazz and Wine“ ტარდება. ტრადიციულად, დღესასწაულში მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ.

ფესტივალი წინანდლის მამულში მიმდინარეობს. სტუმრებს ქართველი მეღვინეების მიერ წარდგენილი ღვინის და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. ფესტივალის მუსიკალური ნაწილი იტალიურმა ბენდმა Sugar Pie And Candyman გახსნა.
 
ცნობისთვის, ფესტივალი „Jazz and Wine“ უკვე მესამედ ტარდება.