ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა
ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დღეს ქართული ლიტერატურა ევროპარლამენტარმა შეაფასა

A+ A-

18:38 19/10/2019

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული პლატფორმის მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გერმანიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, მიქაელ გალერმა შეაფასა, მიმდინარე წელს წარმოდგენილი ქართულ წიგნები განსხვავებული იყო.

„მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ ვათვალიერებ ქართულ სტენდს და ვხედავ ბევრ ახალი წიგნის თარგმანს, რომელიც საზოგადოებას ქართული ლიტერატურის უკეთ გაცნობაში ეხმარება. ასევე ვნახე საინტერესო პოლიტიკური წიგნებიც, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას აღწერს“, - აღნიშნა გალერმა.

ფესტივალი 16 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უცხოური გამომცემლებს ქართულ ლიტერატურას გააცნობენ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.