"ბირთვული ქვეყანა ვართ, ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ"
"ბირთვული ქვეყანა ვართ, ჩვენ შემოგარენში ნატო-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ"

A+ A-

18:53 19/10/2019

რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და ჩვენს სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ გვექნება, ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სერბულ გამოცემა Večernje novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატოში ისეთი ქვეყნების ჩათრევის მცდელობა, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ძალიან სახიფათოა. რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, არავინ უარყოფს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ჩვენ ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს სამეზობლოში ნატოს ბაზების განთავსებაზე დადებითი რეაქცია ვერ გვექნება. ამას ყოველთვის ვპასუხობდით და მომავალშიც ვუპასუხებთ - როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე.

როდესაც ნატო შიდა კონფლიქტის მქონე ქვეყნების ასიმილაციას ცდილობს, ეს არა მხოლოდ ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება, არამედ სერიოზულ შედეგებსაც გამოიწვევს. ამიტომ ნატოში შემავალი ქვეყნები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.