"თუ პირობები არ შესრულდება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ"
"თუ პირობები არ შესრულდება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ"

A+ A-

12:29 20/10/2019

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს თუ ქურთი მებრძოლები „უსაფრთხოების ზონის“ ტერიტორიას არ დატოვებენ.

„თუკი ჩვენთვის მოცემული პირობები არ შესრულდება, უწინდელივით აღარ მოვიცდით და ოპერაციას განვაგრძობთ. იმ წუთიდან, როგორც კი შეთანხმებული 120 საათი ამოიწურება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.