აფეთქების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს
აფეთქების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს

A+ A-

12:35 20/10/2019

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ამ ეტაპზე გამგეობას 52 ოჯახი ჰყავს სასტუმროში გადაყვანილი. ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხმელაძის განცხადებით, გამგეობა მზად არის, ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმაროს.

"სანამ არ გაიწმინდება კორპუსი, ზარალს ვერ დავითვლით, რაც შეეხება მიმდებარე კორპუსებს იქ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ ერთ კვირაში გვეცოდინება საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს კორპუსი. ვვარაუდობთ, რომ მცხოვრებლების ნაწილი ალბათ, შეძლებს ბინებში დაბრუნებას. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა, იქ ცოტა ხანგრძლივი პერიოდით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება კომუნიკაციების აღდგენას, ვფიქრობთ დაახლოებით 10 დღეში მოვახერხებთ. იქ ნგრევის საფრთხე, რა თქმა უნდა იქნება, მოსახსნელია დაზიანებული ელემენტები", - განაცხადა ირაკლი ხმელაძემ.