მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას - მოსკოვის თეატრის რეჟისორი
მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას - მოსკოვის თეატრის რეჟისორი

A+ A-

12:37 20/10/2019

მოსკოვის თეატრის ,,ნიკიტსკის კარიბჭესთან" მსახიობებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი წარადგინეს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ რეჟისორმა აუდიტორიას მიმართა.

"სიძულვილი არაფრის მომცემია. პირადად მე განვიცდი ერთგვარ სირცხვილის გრძნობას. ეს არის ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას. ჩვენ გვაერთიანებს ადამიანობა", - განაცხადა მარკ როზოვსკიმ.