ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

A+ A-

12:43 20/10/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა მისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება„ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.