კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

A+ A-

12:58 20/10/2019

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმმა განაცხადა,  39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელსაც სხეულის 60% აქვს დამწვარი, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება პირველადი ინფორმაციით, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკიდან უკვე გაწერეს.