“ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ქართული ხელისუფლების მხრიდან“
“ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ქართული ხელისუფლების მხრიდან“

A+ A-

15:48 20/10/2019

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ატოცში განვითარებულ მოვლენებს  აფასებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო.

"უსისტემობა და უფრო მეტიც, დანაშაულებრივი უსისტემობაა, რასაც აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, განგრძობადი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან გაგრძელდება და აგრესიული ქმედებები იქნება, მაგრამ მე ყოველთვის კითხვა მაქვს, რა სტრატეგია აქვს საქართველოს ხელისუფლებას? რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე? რა მწყობრი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს არ ჰქონდეს ადგილი? და თუ ამ ნაბიჯებს არ დგამს ხელისუფლება, არის თუ არა ეს დანაშაული? უფრო და უფრო უახლოვდებიან ცენტრალურ მაგისტრალს და ეს მიზანმიმართულად ხდება და თუ ასე თავჩაქინდრული იქნება საქართველოს ხელისუფლება, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოში. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე არც ერთი მტკაველი არ არსებობდა მავთულხლართების გავლებული საოკუპაციო ხაზზე და დღეს კილომეტრებს ითვლის. თუ მაშინ შესაძლებელი იყო, ახლა რატომ არ არის შესაძლებელი? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობაშია და მიზანმიმართულად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს აღარ არის უნიათობა, უუნარობა, ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი წახალისება ქართული ხელისუფლების მხრიდან რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედების",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.