პარლამენტში დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

A+ A-

09:42 21/10/2019

საქართველოს პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

ქეთევან ციხელაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარსდგება.

მინისტრი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.