კონსერვატორიაში დღეს რექტორს აირჩევენ
კონსერვატორიაში დღეს რექტორს აირჩევენ

A+ A-

10:04 21/10/2019

თბილისის სახელმიწფო კონსერვატორიას დღეიდან ახალი რექტორი ეყოლება.

პოსტზე პრეტენზიას 4 კანდიდატი აცხადებს - ნინო ჟვანია, ნანა ქაშიბაძე, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე. კონსერვატორიის ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, რეზო კიკნაძე იმედოვნებს, რომ მისი შემცვლელი ახალ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.

"ოთხივე ღირსეული კანდიდატია. აქედან სამი არის ის ადამიანი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ემსახურებოდა კონსერვატორიას,"- აცხადებს თვილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე. უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ახალი ხელმძღვანელი შვიდკაციანმა აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს. კენჭისყრა ფარული იქნება - გაიმარჯვებს ის კანდიდატი ვინც ხმების უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.