მოსამართლეობის კანდიდატების დისკრედიტაცია მთლიანად პროცესს აზიანებს - ანრი ოხანაშვილი
მოსამართლეობის კანდიდატების დისკრედიტაცია მთლიანად პროცესს აზიანებს - ანრი ოხანაშვილი

A+ A-

10:56 21/10/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით ოპოზიცია ცდილობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს.

“ოპოზიციას აღარ აქვს პროცესთან დაკავშირებით საუბრის საფუძველი, ისინი ობიექტურად შენიშვნას ვერ დააფიქსირებენ ამაზე და ახლა ცდილობენ, თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ვინმე მოსწონდეთ ან არა, გააკრიტიკონ ან არ გააკრიტიკონ, თუმცა კანდიდატების დისკრედიტაცია აზიანებს მთლიანად პროცესს და ეს არ არის ჯანსაღი. გვესმის, რომ ჩვენ აქ კანდიდატები კომფორტის შესაქმნელად არ მოგვყავს. ისინი აქ მოდიან იმისთვის, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ და ლოგიკურია, რომ იქნება კრიტიკული შეკითხვები, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ამით მთლიანობაში პროცესის ან მოსამართლეების დისკრედიტაცია მოვახდინოთ. ეს არ იქნება ჯანსაღი“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკოთხთა კომიტტზე უზენაესი სასამართლოს მოსაართლეობის კანდოდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.