გიორგი ქობულია ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს, ცოტა ფულსაც მისცემენ - რომან გოცირიძე
გიორგი ქობულია ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს, ცოტა ფულსაც მისცემენ - რომან გოცირიძე

A+ A-

11:48 21/10/2019

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიიის პროექტის ჩაზირვისთვის გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“.  

„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში. დასავლურისთვის რეპუტაცია უკვე არ ეყოფა. შეავსებს რუსეთში დაბინავებული ქართველი მინისტრების რიგებს, რომლებსაც სხვებიც მიჰყვებიან.
ასეთია ჩემი უბეჟდენია”, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე. 

შეგახზენებთ, გადაცემა მტავარ აქცენტებში გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ ექნება.