“ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ - გიორგი ქობულია
“ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ - გიორგი ქობულია

A+ A-

10:54 21/10/2019

გიორგი ქობულია, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დაატოვებინა, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, მმართველ პარტიასთან კოალიციის შექმნას არ გამორიცახვას. აღნიშნული განცხადება ქობულიამ “მთავარ აქცენტებში“ გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებასთან“ და არც სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნას არ გამოვრიცხავ. საქმე იმაშია, რომ მე მხოლოდ შევქმნი იმ პარტიასთან და მოძრაობასთან კოალიციას, რომელიც გაიზიარებს იმ პრინციპებს, რომლებსაც მე შემოვიტან“,- განაცხადა გიორგი ქობულია.

ცნობისთვის, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქუბულიამ “2020NEWS“-ს განუცხადა, ის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებას ნოემბრის დასაწუყისში გააკეთებს.