კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა
კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა

A+ A-

12:31 21/10/2019

კასპიის ზღვაში 4.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით 10:58 საათზე. მიწისძვრის ეპცენტრი 62 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.