მიქაუტაძე კობახიძის ცნობილ გამონათქვამს არ ეთანხმება - კიდევ ერთხელ გაბრაზდება, როდესაც ამ პასუხს მოისმენს
მიქაუტაძე  კობახიძის ცნობილ გამონათქვამს არ ეთანხმება - კიდევ ერთხელ გაბრაზდება, როდესაც ამ პასუხს მოისმენს

A+ A-

15:21 22/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ცნობილ გამონათქვამს არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსამართლეები ადრე ცუდ საქმეს აკეთებდნენ, ახლა კარგ საქმეებს აკეთებენ. მას კობახიძის ეს გამონათქვამი დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ შეახსენა.

მას შემდეგ რაც მიქაუტაძემ კობახიძის გამონათქვამზე პასუხი გასცა, ეკა ბესელიამ დასძინა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდოდ დეპუტატების იმ სიაში შევა, რომელიც მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს უზენაესის მოსამართლის თანამდებობაზე.

ეკა ბესელია: მინდა შეგახსენოთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ცნობილი განცხადება მოსამართლეებზე, მათ შორის თქვენც მოიაზრებოდით - ისინი ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და დღეს კარგ საქმეებს აკეთებენო. ეთანხმებით ამ გამონათქვამს?

გიორგი მიქაუტაძე: არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს.

ეკა ბესელია: ე.ი. კარგ საქმეებს აკეთებდით მაშინაც, ანუ სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდით.

გიორგი მიქაუტაძე: ამ გამონათქვამს მე არ ვეთანხმები, არც ერთ კომპონენტში.

ეკა ბესელია: კარგია რომ არ ეთანხმებით, ბატონი კობახიძე კიდევ ერთხელ გაბრაზდება, როდესაც ამ პასუხს მოისმენს, იმიტომ, რომ თქვა, რომ მას ასეთი პასუხების გამცემი კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობა უყალიბდება, ცუდი არ არის, თუ დაემატება იმ რაოდენობის ხმებს, ვინც არ აპირებს თქვენ მოგცეთ მანდატი უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის პოზიციაზე.