ილია ჭავჭავაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სხდომამდე დამწუხრებული გამოიყურება - ლევან კობერიძე
ილია ჭავჭავაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სხდომამდე დამწუხრებული გამოიყურება - ლევან კობერიძე

A+ A-

16:28 22/10/2019

„ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მიმდინარეობს.

ლევან კობერიძე: ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება, იმ ყველაფრის გამო, რაც სამწუხაროდ ამ დარბაზში ხდება.

ანრი ოხანაშვილი: ამჩნევთ ემოციებს ბატონო ლევან?

ლევან კობერიძე: რომ დააკვირდეთ სურათს, და ამოიღოთ პირველი და ბოლო სხდომის კადრები, ასეა...