პარლამენტში ხვალ უვადო მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ უვადო მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს მოუსმენენ

A+ A-

20:53 22/10/2019
პარლამენტი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს მოუსმენს. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.
 
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა, მათგან პარლამენტმა უკვე 12-ს მოუსმინა.