ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები კვლავ გაიფიცნენ
ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები კვლავ გაიფიცნენ

A+ A-

12:02 23/10/2019

ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი - ეს ის პრობლემებია, რომელიც ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს.

სწორედ ამ პრობლემების გამო, ისინი კვლავ გაიფიცნენ. ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ. მედიკოსთა პროტესტის ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა. რაც შეეხება კლინიკის დირექტორს, მამუკა გელოვანს, ის თანამშრომლების პრეტენზიებს ამ დრომდე არ იზიარებდა. მისი ინფორმაციით, პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება ჰქონდა ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი,მათთვის ეტაპობრივად განხორციელდებოდა.