რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა
რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

A+ A-

12:49 24/10/2019

რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ავრცელებს.

დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ხელოვნების ნიმუშების ქურდობის ბრალდებით ესპანეთი ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. ონიანს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, რის გამოც, მას ესპანეთს ვერ გადასცემდნენ. მას შემდეგ, რაც კრიმინალურ ავტორიტეტს დარღვევებით მიღებული მოქალაქეობა ჩამოართვეს, რუსეთმა მისი ესპანეთისთვის გადაცემა გადაწყვიტა.

რუსეთში ონიანი ათწლიან სასჯელს იხდიდა მოსკოვში ბიზნესმენ ჯონი მინაძის გატაცებისთვის. საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ, ონიანი 2019 წლის აპრილში გაათავისუფლეს, თუმცა ექსტრადიციის მოთხოვნის გამო, რამდენიმე საათში დააკავეს.