“იმედისა“ და “მაესტროს“ შემდეგ კიბერშეტევა GDS-ზე განხორციელდა
“იმედისა“ და  “მაესტროს“  შემდეგ კიბერშეტევა GDS-ზე განხორციელდა

A+ A-

16:21 28/10/2019

ტელეკომპანია „იმედზე“, „მაესტროსა“ და GDS-ზე სავარუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა.

ამის გამო დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის შიდა ქსელი, ვერ ვიღებდით მასალებს თბილისიდან და რეგიონებიდან. გათიშული იყო სამონტაჟო კომპიუტერები. ამჟამად ტელევიზია შეზღუდულ რეჟიმში მაუწყებლობს.

დღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერ შეტევა მოხდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").

იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში”, -წერს სოციალურ ქსელსი „იმედის“ საინფორმაციოს უფროსი ირაკლი ჩიხლაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.