თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

A+ A-

10:21 29/10/2019

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც “2020NEWS“ -ს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებული მამაკაცი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“ისევ მძიმე მდგომარეობაა, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინარჩუნებთ ამ ეტაპზე სტაბილურობას. სხეულის 35% აქვს დამწვარი, კერძოდ თავი და ორივე ზედა კიდური“, - განუცხადა სააგენტოს გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით აფეთქების შედეგად 77 წლის მამაკაცი დაშავდა. აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.