ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი არასრულწლოვანმა სცემა
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი არასრულწლოვანმა სცემა

A+ A-

15:28 29/10/2019

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი არასრულწლოვანმა სცემა. როგორც “2020NEWS” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანი მხილებული და იდენტიფიცირებულია თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კი დაშავებული ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს და მედიკოსები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი კომენტარს არ აკეთებენ.