"ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან სამშვიდობო კორიდორი უნდა გაკეთდეს"
"ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან სამშვიდობო კორიდორი უნდა გაკეთდეს"

A+ A-

19:01 29/10/2019

ცხინვალის საავადმყოფოში  ახალგორელი ქალბატონი გარდაიცვალა. ოჯახი დაკრძალვაზე დასწრებას ვერ ახერხებს. "შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგიშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცილებელია, არსებობდეს სამშვიდობო კორიდორი , რითაც დაზღვეული ვიქნებოდით  მსგავსი ტიპის ტრაგედიებისგან  და ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებოდათ.

მისივე განცხადებით, სამშვიდობო კორიდორის  შექმნის  საკითხი  ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატით უნდა დააყენოს, განსაკუთრებით  კი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

როგორც ვახტანგაშვილმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა.

მისივე თქმით,  ხშირ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო მომსახურეობის მიღების მიზნით,  საქართველოს ტერიტორიაზე ვლადიკავკაზიდანაც კი შემოდიან.

“ სამწუხარო ფაქტი მოხდა ახალგორის რაიონში , მსგავსი ტიპის ფაქტები არ გახმაურებულა ბევრჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნებოდა ასეთი შემთხვევები. მრავალ მიზეზთა გამო ვფიქრობ ასე, თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ  ცხინვალში სამედიცინო მომსახურეობა  ძალიან დაბალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, ცხინვალში მცხოვრები ოსი ეროვნების  ბევრი ადამიანი საქართველოში ვლადიკავკაზის გავლითაც შემოდის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ცხინვალში სამედიცინო მომსახურეობა  ძალიან დაბალ დონეზეა  და არც რუსეთი აძლევს მათ ჯეროვან, კომპეტენტურ მომსახურეობას, შესაძლოა სწორედ ეს გამხდარიყო ამ ქალბატონის გარდაცვალების მიზეზიც  თუმცა,  ამ მიზეზები სხვა საკითხებშიც უნდა ვეძებოთ. ჩვენ ხელისუფლებასა და დე ფაქტო ხელისუფლებას  შორის  კონფრონტაციული მდგომარეობა  რომ არა, შესაძლოა მსგავსი შემთხვევები არ მომხდარიყო.  ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც ოჯახის წევრებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ,  აღმოეჩინათ დახმარება გარდაცვლილი ქალბატონისთვის“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.

როგორც  “2020NEWS” ვახტანგაშვილმა განუცხადა, დე  ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრი ჩაკეტა არამარტო ჩორჩანა-ატოციის ტერიტორიებთან მიმდინარე პროცესების,, არამედ სამხედრო წვრთნების გამოც.

“ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა გამომდინარე იმ დაძაბული ვითარებიდან, რაც ჩორჩანასა და ატოცის ტერიტორიებთან  ხდება.

ამავე დროს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საკმაოდ სერიოზულიც, რომ  სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით არის ჩაკეტილი ადმინისტრაციული გამყოფი ზოლი.

ამ პირობებში , თუნდაც ჟენევის ფორმატში უნდა მოხერხდეს და დადგეს საკითხი,რომ  მსგავსი ტიპის შემთხვევებში , როგორც ქართულ , ისე  დევნილ და  ოსურ მოსახლეობას ჰქონდეს  რაღაცა კორიდორით  სარგებლობის უფლება.  ჩვენი ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს, მუშაობდეს და აყენებდეს ამ საკითხს საერთაშორისო ფორმატით.. არცერთი მსგავსი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.

ასეთი ტიპის ინციდენტებისა თავიდან აცილების გამო უნდა იქნას შეწუხებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი, მყარი პოზიცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა დააყენოს, რადგან ეს არ ეხება პოლიტიკას , ეს არის სუფთა ადამიანური მოვლენები და თუკი სამშვიდობო კორიდორის გახსნა მოხდებოდა , ჩვენ ასეთი ტიპის ადამიანური ტრაგედიებისგან დაზღვეული ვიქნებოდით.

ესეთი ტიპის პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაშია,  თუკი ჩვენც დავაყენებდით  ამ საკითხს,  კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.