61 წლის მამაკაცზე მღვდელმსახურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
61 წლის მამაკაცზე მღვდელმსახურის მხრიდან  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

A+ A-

13:13 31/10/2019

ზემო ბოდბეში მცხოვრები  61 წლის მამაკაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

 გია გოგოშვილი ​ მედიასთან ამბობს, ​რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბოდბისხევში, მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტებს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.