ინფორმაცია სანდოა, მეუფეებზე ფარული ჩანაწერები არსებობს - ინტერვიუ გიორგი ანდრიაძესთან
ინფორმაცია სანდოა, მეუფეებზე ფარული ჩანაწერები არსებობს - ინტერვიუ გიორგი ანდრიაძესთან

A+ A-

12:00 01/11/2019

თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე “2020NEWS“ -თან ინტერვიუში  აცხადებს, რომ სინოდის წევრებისა და ზოგადად, სამღვდელოების მიმართ ფარული ჩანაწერები არსბეობს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა. მისი თქმით, ეკლესიაზე მიტანილი იერიშის შემდეგ,  ამ ფარული ჩანაწერების გავრცელების შანსი არსებობს.

-ბატონო გიორგი, რამდენად სანდოა და საიდან გაქვთ სასულიერო პირების ფარული ჩანაწერების არსებობა-გავრცელების შესახებ ინფორმაცია?

-ფარული ჩანაწერები, რომ არსებობს, ეს აბსოლუტურად ყველამ იცის. მიხიელ სააკაშვილის რეჟიმი რომ ყველას წერდა, ესეც ფაქტია. ადრე ასეთი ინფორმაციები გაზეთებშიც იბეჭდებოდა ხოლმე. ბუნებრივია, ჩემი ინფორმაცია სანდოა.

-კონკრეტულად რა შინაარის მქონე ფარული ჩაწერების შესახებ საუბრობთ?

-პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმი, როგორც პოლიტიკოსების, ისე სასულიერო პირების პირად ჩანაწერებს აგროვებდა.

- მათ შორის, სინოდის წევრებსაც გულისხმობთ?

-დიახ,  ფარული ჩანაწერები სინოდის წევრებზეც არსებობს და ზოგადად, სამღვდელოებაზეც.

- რატომ ფიქრობთ, რომ არსებობის შემთხვევაში, ფარული ჩანაწერები ახლა გამომზეურდბა?

-იმიტომ, რომ  ეკლესიის წინააღმდეგ ყოვლად ბიძნური კამპანია დაიწყო. სადაც ეპისკოპოსი პირველ იერარქ პატრიარქს შეეხო,  ელემეტარული ლოგიკაა, რომ სხვა მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების მიმართ არანაირი დაცულობა არსებობს.

- არსებობს პირი, რომელიც ჩანაწერების არსებობას ფაქტებით დაადასტურებს?

-ახლა ვერავინ დაადასტურებს. დასტური ჩანაწერების გავრცელება იქნება.

-დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისთვის იხდის სასჯელს შესაძლოა, ფარული კომპტომატების დამადასტურებელი ფაქტები გააჩნდეს?

-დეკანოზ გიორგი მამალაძეს თუ რაიმე სახის კომპრომატები აქვს, უნდა თქვას. შესაძლოა, დეკანოზმა  მამალაძემ ფარული ჩანაწერების არსებობის შესახებ იცოდეს. უნდა აღვნიშნო, რომ როცა სახელმწიფო დანაშაულს ჩადის და კომპრომატებს აგროვებს, ეს სისტემური დანაშაულია.

- არსებობის შემთხვევაში, რა არის ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელების მიზანი?  

-ეკლესიის დისკრედიტაცია. ეკლესიის სახელის გატეხვა საზოგადოებაში, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აწყობდა. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე