პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

A+ A-

14:04 01/11/2019

თბილისში, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, თ.ს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, თუკი ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მან შესაძლოა 3 წელს ადრე დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება.

შეგახსენებთ, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა.

თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.