უყვართ ბიძინეს ფული, პატრიარქსაც, სინოდსაც და მრევლსაც - ცოტნე გამსახურდია
უყვართ ბიძინეს ფული, პატრიარქსაც, სინოდსაც და მრევლსაც - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

15:03 01/11/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას  აღნიშნავს, რომ ფული ყველას უყვარს, ერსაც და ბერსაც. 

„ფარისეველი ბრბო, კრინტიც არ დაუძრავთ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა რომ ქოცები პატრიარქის გადაყენების თუ მოშორებისთვის შეთქმულებაში ამხილა! გამოძიების დაწყებას ვინ ჩივის, არცკი დაინტერესებულან. ცუდი სიტყვებისთვის ყური აუწიეს იაკობს და ეგაა... უყვართ ბიძინეს ფული, პატრიარქსაც, სინოდსაც და მრევლსაც, რომ შეეძლოთ, საფლავშიც კუპიურებს დაიყრიდნენ მიწის მაგივრად“, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხმაურიანი და სკანდალური სხდომა გაიმართა. პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმსახურებიდან განაყენეს, რასაც მეუფე პეტრეს პროტესტი მოჰყვა და სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა. სინოდის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმსახურებიდან უსამართლოდ განაყენა და პატრიარქის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებები დააყენა: " პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.