3 ტყუპი - ანდრია, ანა და ნია 15 წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადნენ - ვინ არის ბათუმში დაბადებული ტყუპების დედა?
3 ტყუპი - ანდრია, ანა და ნია 15 წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადნენ - ვინ არის ბათუმში დაბადებული ტყუპების დედა?

A+ A-

15:42 01/11/2019

15 წლიანი ლოდინის შემდეგ ფატიმა ფუტკარაძე ორი გოგონას და ერთი ვაჟის დედა გახდა. როგორც “2020NEWS” სამედიცინო ცენტრ “მედინას“ ექიმმა ქეთი ფარტენაძემ განუცხადა, ეს ფუტკარაძის პირველი ორსულობა იყო და ტყუპები საკეისრო კვეთის გზით დაიბადნენ.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე დედისა და ტყუპების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანდრია, ანა და ნია ფუტკარაძეები თავს კარგად გრძნობენ.

ანდრია: 2300 გრამი და 46 სმ დაიბადა, ანა - 2100 გრამი და 46 სმ, ხოლო ნია 2400 გრამი და 46 სმ.

“ჩვენ სამედიცინო ცენტრში სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარების გზით დაიბადა 3 ახალშობილი, ტყუპების დედა არის ფატიმა ფუტკარაძე. 15 წლიანი უნაყოფობის შემდეგ, ინტრა კორპორალური გზით, პირველი ორსულობა, პირველი მშობიარობაა. ამ ეტაპზე დედის და სამივე ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განუცხადა ფარტენაძემ "2020NEWS“-ს.