სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

A+ A-

13:09 02/11/2019

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, მამუკა კაპანაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

„პაციენტი გუშინ საღამოს კატასტროფის ბრიგადამ სიღნაღის საავადმყოფოდან გადმოიყვანა, პაციენტს კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დღეს მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.რაც შეეხება მკლავის ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას", - განაცხადა მამუკა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის რწმუნებულის აკაკი თარაშვილის შვილი, კობა თარაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად სიღნაღის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.