თქვენ არა, სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს ვებრძვი - რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ილია მეორეს
თქვენ არა, სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს ვებრძვი - რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ილია მეორეს

A+ A-

13:14 02/11/2019

ბოლო რამდენიმე დღეა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები, საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. თეოლოგების ნაწილის აზრით, რაც ჭყონდიდის ყოფილმა მეუფემ გააჟღერა, ახალი არ არის.

საქართველოს პირველი პრეზიედნტის შვილი ცოტნე გამსახურდიაც იმავე აზრს ემხრობა და საზოგადოებას იმ წერილს ახსენებს, რომელიც  წლების წინ ზვიად გამსახურდიამ პატრიარქს მისწერა.

„რაც მეუფე პეტრემ გააჟღერა, სულაც არ არის ახალი. ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია მოუწოდებდა და ამხელდა ილია მეორეს, მაგრამ როგორც შემდგომ დაინახეთ, მან სოდომიტების და გამომძალველების მხარდაჭერა ამჯობინა“...- წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია. 

“2020NEWS“ გთავაზოთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილს, რომელიც მან საქართველოს პატრიარქს მისწერა. ზვიად გამსახურდია წერილში უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ ის ეკლესიის მტერია. 

"უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი "მტერი" ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ "მიტროპოლიტ გაიოზთან") და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია. 1980.6.III.

P.S. საერთოდ მე ვფიქრობ, ჩვენს ეკლესიაში აღსდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც არსებობდა ლეონიდე კათალიკოსის დროსაც და საერთოდ, ოციან წლებშიც. საერო მთავრობა, მე მგონი, ამის წინააღმდეგ არ წავა, ვინაიდან ეკლესია ოფიციალურად ფლობს ამ უფლებას. ეს სასამართლო სასწრაფოდ უნდა შეიქმნას, რაც ბოლოს მოუღებს მითქმა-მოთქმას“, - წერია ზვიად გამსახურდიას წერილში.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი