ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

10:35 03/11/2019

ასტროლოგები ამბობენ, რომ ნოემბერი კაშკაშა და საოცრად მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგან პლანეტების ენერგეტიკაში მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი. ბევრი ეს ცვლილება დადებითი იქნება, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედის საჩუქარი ზამთრის დადგომის წინ.

ნოემბერი არის დრო, როდესაც პირად საქმეებს უნდა მივხედოთ. ეს არ ნიშნავს რომ ეგოისტები უნდა გავხდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ საკუთარ დროსა და ძალას მეტად დავაფასებთ.

ვერძი

თვის პირველი ნახევარი მშვიდი და ზომიერი იქნება. უსიამოვნებების ერთადერთი წყარო შეიძლება გარშემომყოფები - შურიანი ან, უბრალოდ, ნეგატიური ადამიანები გახდნენ. მათთან ურთიერთობების შემდეგ სასწრაფოდ უნდა აღიდგინოთ ძალები, რომ პრობლემები აირიდოთ თავიდან და აპათიაში არ ჩავარდეთ.

უძრაობის პერიოდი 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. 19 ნოემბერს მარსი ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და მკვეთრად გარდაიქმნება, რაც პოზიტიურად აისახება თქვენს განწყობასა და იღბლიანობაზე. წითელი პლანეტა დაგეხმარებათ ახალი მოტივაციის პოვნაში, ოპტიმისტური განწყობის შექმნაში, სითამამეში, სიმხნევეში. შემოდგომის ბოლოს შეძლებთ მოიპოვოთ ყველაფერი ის, რაც ბოლო ერთი-ორი თვის განმავლობაში დაკარგეთ. ეს ძალზე პროდუქტიული დრო იქნება.

კურო

ნოემბრის პირველი დღე ჩვეულებრივი იქნება, მაგრამ 2 ნოემბრიდან მრავალი კაშკაშა ემოცია, წარმატება და ენერგეტიკის მკვეთრი ცვლა გელოდებათ, რასაც ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობაში კარდინალური ცვლილებები გამოიწვევს. დესტრუქციულს ენერგიას აღმშენებლობითი შეცვლის. ეს ცვლილებები ძალზე მკვეთრად მოხდება, ამიტომ 2 ნოემბერი ბევრი კუროსთვის, შესაძლოა, მცირეოდენ ქაოსში გადაიზარდოს.

ძალზე ხელსაყრელი პერიოდი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სასიამოვნო სიმშვიდე დაისადგურებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შემოდგომის დასასრულისთვის - ესაა გარშემომყოფებთან ძალზე ფრთხილი დამოკიდებულება. უნდა ისწავლოთ ადამიანების გარჩევა. ვენერა თხის რქის ნიშანში ნიშნავს, რომ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ.

ტყუპი

1-19 ნოემბრის პერიოდში ტყუპებს უჩვეულო პერიოდი გელოდებათ. თქვენ გარშემო ამოუხსნელი მოვლენები მოხდება. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ ამ პერიოდში არ გაემგზავროთ შორეულ მოგზაურობაში. თუ მაინც მოგიწიათ გამგზავრება, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.

20 ნოემბრიდან ვარსკვლავები ჩვეული მიმართულებით მოძრაობის აღდგენაში დაგეხმარებიან. თვის ბოლო ცხოვრების ყველა სფეროში ძალზე პროდუქტიული იქნება. სასურველია, მეტი ურთიერთობა გქონდეთ რომანტიკულ და მოსიყვარულე ადამიანებთან, რადგან ისინი თქვენთვის სითბოსა და ზრუნვის წყარო გახდებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით, ყველაზე მშვიდი პერიოდი გელოდებათ. ამ პერიოდში გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. მეექვსე გრძნობა მუდამ აქტიური იქნება, ასე რომ, რთულ ვითარებებში შეგიძლიათ, შინაგანი ხმის იმედი გქონდეთ.

მთლიანობაში, თვის პირველი ნახევარი მეორეზე სასიამოვნო იქნება. ეს ნიშნავს, რომ გულგრილი არ უნდ აიყოთ მნიშვნელოვანი საქმეების, სამუშაოს მიმართ. შემოდგომის ბოლოს შეიძლება გამწვავდეს შინაგანი პრობლემები, გაქრეს მოტივაცია. ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ჭორებს, მითქმა-მოთქმას, არ მიატოვოთ საქმეები შუა გზაზე. ბევრი წვრილმანი პრობლემა თავისთავად მოგვარდება, ასე რომ, მოთმინება წარმატების ერთადერთი პირობა იქნება.

ლომი

ლომებისთვის ნოემბერი ოქტომბრის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ოქტომბრის ბოლოს იდენტური იქნება, მაგრამ 22 ნოემბერს ის მკვეთრად შეიცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით და ძალზე დადებითი გახდება. შემოდგომის ბოლო პერიოდი ლომებისთვის ჯადოსნური ხანა იქნება, როდესაც სანუკვარი ოცნებების ასრულებაა შესაძლებელი. განცდები გაქრება და მათ ადგილს დადებითი აზრები დაიკავებს. გაჩნდება მუშაობის, სიყვარულის, მხიარულების სურვილი.

ნოემბრის ბოლო რიცხვები იდეალური დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის, სულიერი ძიებებისთვის. შეგიძლიათ, გახდეთ უკეთესი, შეიქმნათ მოტივაცია, განაგრძოთ გზა მაქსიმალური ენთუზიაზმით. შესაძლოა, დადგა დრო, შეცვალოთ პრიორიტეტები და ახალი მიზნებ9ი დაისახოთ.

ქალწული

თვის პირველი ნახევარი არცთუ მარტივი პერიოდი იქნება, მაგრამ თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ. 20 ნოემბერს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, მაგრამ მანამდე მეტი უნდა დაისვენოთ. თქვენი წარმატებებისა და იღბლის პირველი მტერი ნერვიულობა და სტრესი იქნება.

სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ შოპინგი, გარემოს შეცვლა, ახალი ნაცნობობა, რომანტიკა. თუნდაც ოჯახში ფუსფუსი შესანიშნავად წაგადგებათ. ასტროლოგები დაჟინებით გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეში სათადარიგო გეგმა გქონდეთ, რადგან თვის პირველ ნახევარში ბევრი საქმე, გაუგებარი მიზეზებით, შეიძლება ჩავარდეს. ასევე, არასასურველია საკუთარი გეგმების გარშემომყოფებისთვის გამჟღავნება.

სასწორი

2-25 ნოემბრის პერიოდში სასწორებს სიყვარულში დიდი წარმატება გელოდებათ. ამ დროს პლანეტები და ვარსკვლავები მაქსიმალურად აღმშენებლობითი იქნებიან. თქვენთვის სამყარო გადასხვაფერდება, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, გაქრება შიშები. გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ სასიამოვნო ადამიანი, იპოვოთ სიყვარული, ან უკვე არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ.

ასევე გამარჯვებები და ბევრი პოზიტივი გელოდებათ ფინანსურ სფეროში, რადგან იქნებით ენერგიითა და ძალებით სავსე, თავდაჯერებულობითა და მუშაობის სურვილით გამსჭვალული. 25 ნოემბრის შემდეგ სიჩუმისა და სიმშვიდის პერიოდი დადგება, რომლის დროსაც შეგიძლიათ, იმავე მიმართულებით განაგრძოთ სხვლა, ან დაისვენოთ. აჯობებს, თუ პირად პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას და ისწავლით გარშემომყოფებისთვის "არას" თქმას.

მორიელი

მორიელების ნოემბერში უფრო აქტიური ფინანსური ნაკადები გახდება. ეს 19 ნოემბერს პოზიტიური ენერგეტიკული ცვლილებების გამო მოხდება, რასაც მარსის უფრო ხელსაყრელ განლაგებაში გადასვლა გამოიწვევს. ნოემბრის ბოლო იდეალურია საყიდლებისთვის, მუშაობის, ახალი საქმეების დაწყებისთვის, ბიზნეს-იდეების ხორცშესხმისთვის. თვის პირველ ნახევარში, სჯობს, საკუთარ პირდაპირ მოვალეობებს მიხედოთ და ყოველგვარ რისკს აარიდოთ თავი.

სრულებით შესაძლებელია, რომ ნოემბერში დიდი ხნის გეგმები რეალობად აქციოთ. შეცდომის დაშვების რისკი მაინც არის, თუმცა, ნებისმიერი პრობლემა უნდა განიხილოთ, როგორც წარმატების განუყოფელი ნაწილი. შეცდომების გარეშე ბედნიერი მომავალი ვერ იქნება. შეცდომების წყალობით ვიძენთ სასარგებლო გამოცდილებასა და სიბრძნეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცხოვრებაში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანია მოსალოდნელი. ამაზე ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგებაში მოახლოებული ცვლილებები მეტყველებს. 26 ნოემბრამდე ყველაფერი თავის ადგილზე დარჩება. 27 ნოემბერს ნეპტუნი შეწყვეტს რეტროგრადულ სვლას, რაც თქვენს განწყობასა და წარმატებებზე ყველაზე პოზიტიურად აისახება.

ეს ცვლილება სათავეს დაუდებს ბრძოლას სირთულეებთან, საშუალებას მოგცემთ, გახდეთ უფრო პროდუქტიული, პოზიტიური. ნოემბერში გეზი, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ოცნებისკენ უნდა აიღოთ. სიზარმაცე ხელს შეგიშლიათ, მაგრამ სწორი მოტივაციის დახმარებით მას გაუმკლავდებით.

თხის რქა

თხის რქები უნდა ეცადოთ, რომ მხოლოდ დადებით ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობები. არსებობენ დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანები. უნდა განსაზღვროთ, ვისთან შეიძლება საქმის დაჭერა და ვისთან - არა. ბევრ საკითხში დაგეხმარებათ ინტუიცია, რომელიც გამძაფრდება 19 ნოემბრიდან, როდესაც პლანეტები უფრო აღმშენებლობითი გახდებიან.

შემოდგომის ბოლო გაჩვენებთ, რამდენად სწორი გზა აირჩიეთ. ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ ყოველთვის სწრაფად ვერ აღმოაჩენს ხოლმე მათ და სწრაფად ვერ აცნობიერებს მის შედეგებს. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი შეძლებს თავის მსოფლმხედველობასა და საქციელში ხარვეზების დანახვას. ეს საქმეებსა თუ სიყვარულში წარმატებების მიღწევაში და ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მერწყულების ყველაზე უჩვეულო და კაშკაშა დღეები შეიძლება გახდეს 7, 8 და 9 ნოემბერი. ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ აქტიური იქნებიან, რაც ემოციური ფონის გაზრდას გამოიწვევს. მთლიანობაში, ნოემბერი თქვენთვის სიზარმაცისა და აპათიის თვე იქნება. დაგჭირდებათ შინაგანი ძალების მობილიზება პრობლემების გადასალახავად, რომლის პროვოცირებასაც ვარსკვლავების ენერგეტიკული უძრაობა მოახდენს.

27 ნოემბერს ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ამიტომ ზამთრის დასაწყისში თქვენთვის ახალი, გრანდიოზული პერიოდი დადგება. ნოემბრის შუა რიცხვებში სასურველია, მეტი ურთიერთობა გქონდეთ ოჯახთან. მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან. ასევე წაგადგებათ, თუ საოჯახო საქმეებს მეტ დროს დაუთმობთ.

თევზები

თევზებისთვის ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და პროდუქტიული თვე იქნება. მთელი 30 დღის განმავლობაში გელოდებათ წარმატებები, სიყვარული, სითბო. ეს დაკავშირებულია ვენერასა და ნეპტუნის მდგომარეობაში სასიკეთო ცვლილებებთან.

თევზებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. ყველასთვის იღბლიანი პერიოდია, ვინც სიყვარულს ეძებს. ასევე წარმატებული დროა მათთვის, ვინც მთლიანად სამუშაოზე გადაერთვება. იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ინტელექტუალური მუშაობისთვის. ასევე წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, შვებულებაში გასვლა.