ყოფილი მიტროპოლიტის პირდაპირი ეთერი თბილისის სტუდიიდან - გვარამია სკანდალურ ეთერს აანონსებს
ყოფილი მიტროპოლიტის პირდაპირი ეთერი თბილისის სტუდიიდან - გვარამია სკანდალურ ეთერს აანონსებს

A+ A-

11:28 04/11/2019

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სკანდალურ და საინტერესო ეთერს აანონსებს. როგორც გვარამია წერს, კვირას, 10 ნოემბერს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, „მთავარ აქცენტებში“ იქნება სტუმრად. 

„შეთანხმებულ არს:

კვირას, 10 ნოემბერს, მთავარ არხზე, “მთავარ აქცენტებში”, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე. პირდაპირი ეთერი თბილისის სტუდიიდან“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან განაყენეს. როგორც ყოფილმა მიტროპლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა მას ეკლესიაში მამათმავლობის მხილება სურდა და პატრიარქის წინააღმდეგ მძიმე ბრალდები გააჟღერა.