აბასთუმნის მოსახლეობას ელექტრომანქანებს დავურიგებ - ბიძინა ივანიშვილი
აბასთუმნის მოსახლეობას ელექტრომანქანებს დავურიგებ - ბიძინა ივანიშვილი

A+ A-

14:44 04/11/2019

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი აბასთუმანში გააქტიურებამ, ქართველი ბიზნესმენების გააქტიურებაც მოჰყვა და „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება.

„როგორც ხედავთ, ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ დღეს „პარაგრაფთან“ ერთად ხუთი ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელ აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება. ეს გახლავთ მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩება. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “Entrepreneur Georgia“-თან ინტერვიუში.