არასდროს ვიასპარეზებ საქართველოსთვის, ეს ერი დაუნახავია! - რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე
არასდროს ვიასპარეზებ საქართველოსთვის, ეს ერი დაუნახავია! - რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე

A+ A-

10:30 06/11/2019

 რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავის, დავით ჩაკვეტაძის განცხადებით, ის საქართველოს სახელით არასდროს გამოვა ტატამზე. ქართული ფესვების მქონე მოჭიდავის თქმით, ქართველი ერი დაუნახავია.

„არასდროს ვიასპარეზებ საქართველოსთვის, ეს ერი დაუნახავია. არაფრის ღირსები არიან. მათ ფულის გადახდაც კი არ უნდათ სპორტსმენებისთვის. არასდროს აღელვებთ სპორტი და ეს ასეცააა. რატომ უნდა ჰქონდეს ქართველ ჰალკს თვეში 400 ლარი? ეს არის დიდი სირცხვილი და უპატივცემლობა  მის მიმართ. კაცი ყველას ანადგურებს და ესე სცემენ პატივს? მას წასვლას ვურჩევდი“, -თქვა დავით ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს სახელით ბოლოს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. 2010 წლიდან კი რუსეთის სახელით გამოდის ტატამზე. აღსანიშნავია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის სახლით მოასპარეზე, ქართველი მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძე ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კრემლში დააჯილდოვა. დაჯილდოების შემდე, ჩაკვეტაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და პუტინს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე  დავით ჩაკვეტაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლის პრიზიორი გახდა.