გურჯი ხათუნის სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე გადაიგზავნა - თურქეთში საქართველოს ელჩი
გურჯი ხათუნის სამარხში  აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე გადაიგზავნა - თურქეთში საქართველოს ელჩი

A+ A-

11:19 06/11/2019

თურქეთში საქართველოს ელჩი საფლავის ფოტოებს ავრცელებს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ავრცელებს. ელჩის ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა.

"ექსკლუზიურად ერზერუმიდან! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს," - წერს გიორგი ჯანჯღავა ფეისბუკზე.

ცნობისთვის, გურჯი ხათუნი, იგივე თამარი, საქართველოს მეფის, რუსუდანის შვილი იყო. ის მე-13 საუკუნეში რუმის სულთანს, ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს.