რუსთავი - ლილოს გზაზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
რუსთავი - ლილოს გზაზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა

A+ A-

12:57 06/11/2019

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.