განათლების რეფორმა უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას მოითხოვს - გიორგი გახარია
განათლების რეფორმა უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას მოითხოვს - გიორგი გახარია

A+ A-

10:46 07/11/2019

“ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების რეფორმა უფრო სწრაფ, ეფექტიან განვითარებას მოითხოვს.

„განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით ეფექტიან შრომას გააგრძელებს “, – განაცხადა გახარიამ.