ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევისთვის ტენდერი გამოცხადდა
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევისთვის ტენდერი გამოცხადდა

A+ A-

12:57 07/11/2019

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 800 000 ლარია, რომლის ძირითადი ნაწილი დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კვლევებმა არეალის დაბალანსებული განვითარებისთვის ქმედითი წინაპირობები უნდა შექმნას. საუბარია ლისის ტბის მიმდებარედ 1070 ჰექტარ ფართობზე.

თბილისის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უსისტემო განვითარება და ბუნებრივი ფასეულობების დეგრადაცია დღემდე გამოწვევად რჩება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით კი აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე გარემოსდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი კვლევების განხორციელებამდე შეზღუდულია სამშენებლო განვითარება.

ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობების შეზღუდვაზე განცხადება გასულ წელს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.