გაფიცვის გამო,"ლუფთანზას" 1300 ავიარეისი გაუქმდა
გაფიცვის გამო,"ლუფთანზას" 1300 ავიარეისი გაუქმდა

A+ A-

14:26 07/11/2019

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვის გამო, დღეიდან ევროპის მასშტაბით, 1300 ავიარეისი უქმდება.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გამო, სავარაუდოდ, 180 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება.

გაფიცვას ბორტის ეკიპაჟის წევრები აპირებენ. გაფიცვა 48-საათიანია და ხუთშაბათს და პარასკევსაა დაგეგმილი. თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.