რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა ევროპას ზურგს აქცევს - ემანუელ მაკრონი "ნატოს ტვინის სიკვდილზე" ალაპარაკდა
რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა ევროპას ზურგს აქცევს - ემანუელ მაკრონი "ნატოს ტვინის სიკვდილზე" ალაპარაკდა

A+ A-

16:48 07/11/2019

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს ნატოს მოკავშირეებს.

"ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატოს ტვინის სიკვდილი“,-  ემანუელ მაკრონი, "The Economist"-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს.

მისი თქმით, ევროპა "უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები „ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას“.

ემანუელ მაკრონმა ალიანსის სტრატეგიული მიზნების ნათლად განმარტების აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა. მისივე განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკა ევროპას „ზურგს აქცევს“.

"პრეზიდენტი ტრამპი არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს, გავუმკლავდეთ ჩინეთის აღმასვლას,  რუსეთისა და თურქეთის ავტორიტარულ რეჟიმებს. მეტიც, ევროპა "ბრექსითისგან" და პოლიტიკური არასტაბილურობისგან თანდათან უფრო სუსტდება“, - აღნიშნა მაკრონმა.