ბახტაძემ, ბაჩიაშვილმა და მალაზონიამ კალიფორნიაში სახლები იყიდეს?
ბახტაძემ, ბაჩიაშვილმა და მალაზონიამ კალიფორნიაში სახლები იყიდეს?

A+ A-

12:40 08/11/2019

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძე, ბიზნესმენმა გენო მალაზონიამ და „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში სახლები იყიდეს.

“ ბახტაძემ, ბაჩიაშვილმა და მალაზონიამ კალიფორნიაში სახლები იყიდეს. ხელფასით...ცხადია, აბა, ამ ქვეყანას კორუმპირებული პრემიერი ხომ არ ეყოლებოდა ?!“ - წერს ელისო კილაძე.

ჟურნალისტის პოსტს, გიორგი ბაჩიაშვილი ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ბაჩიაშვილი ელისო კილაძეს ბინების მისამართის დაზუსტებას სთხოვს.