დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს
დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

A+ A-

13:31 08/11/2019

დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქველმოქმედო ფონდიდან პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა, რის გამოც კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ABC-ი ავრცელებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თეთრი სახლის ლიდერი და განაცხადა, რომ ეს დემოკრატთა პარტიის ბინძური თამაშის ნაწილია, რომელსაც ისინი ამერიკის წინააღმდეგ ეწევიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით აიოვას შტატში ჩატარებულ პრამიერი ტრამპმა სწორედ ვეტერანებისთვის განკუთვნილი ფონდიდან დააფინანსა და დაკისრებული ჯარიმა პრეზიდენტმა უკან საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე უნდა გადარიცხოს