"ამირანში" კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ
"ამირანში" კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ

A+ A-

16:21 08/11/2019

კინოთეატრ "ამირანში", სადაც დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს, რომელსაც ექსტრემისტული ჯგუფები ჩაშლით ემუქრებიან, კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კინოთეატრ "ამირანს" კინოლოგები  პრევენციის მიზნით ამოწმებენ. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვერსია, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით, აქციის ორგანიზატორები  112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ.