ბატონო ივანიშვილო, ვერ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ - ვასაძე
ბატონო ივანიშვილო, ვერ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ - ვასაძე

A+ A-

18:13 08/11/2019

ვერის ბაღში შეკრებილ მომხრეებს ბიზნესმენმა სიტყვით მიმართა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ვერ გაიგო ვის მხარეს არის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. 

ვასაძე ივანიშვილს მოუწოდებს, მათთან ერთად დადგეს ვერის ბაღში. 

“მოგმართავთ ბატონო ივანიშვილო, ვერ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ. თუ თქვენ მართლაც წინააღმდეგი ხართ ამ კინოჩვენებების, გამოდი ჩვენთან და დადექი ჩვენს გვერდით!”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს რამდენიმე კინოთეატრში ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია, საზოგადოების ნაწილი კი ფილმის ჩვენებას აპროტესტებს.